მერიის აუზზე ბავშვები მოიწამლნენ

25.10.22 19:05
მერიის აუზზე ბავშვები მოიწამლნენ

კიდევ ერთი სკანდალი კალაძის უწყების ირგვლივ - თბილისის მერიის აუზზე ბავშვები მოიწამლნენ.  "პირველების" მოწოდებული ინფორმაციით,  წყალში  უხარისხო სადეზინფექციო საშუალებები დაამატეს, რაც სავარაუდოდ, მოზარდების მოწამვლა გამოიწვია. 

ირკვევა, რომ უხარისხო საშუალებების შესახებ მწვრთნელმა თვილისის მერია გააფრთხილა, თუმცა მისი თქმით, კალაძის უწყებას რეაგირება არ მოუხდენია. 

"პირველების" ინფორმაციით,  ინტოქსიკაცია 50 -მდე ბავშვმა მიიღო, თუმცა მანამდე ბავშვები და მასწავლებლები შეუძლოდ რამდენჯერმე გახდნენ.

რაც ახალი დირექტორია (ლაშა ბრეგვაძე) ეს ფაქტი იქიდან ხდება. პირველი მოწამვლის შემდეგ, მეორედაც მოვიწამლე. მერიაში წავედი, დიდუბის გამგეობაშიც ვიყავი, თუმცა რეაგირება არავინ მოახდინა. მესამე შემთხვევა იყო შაბათს, ადმინისტრატორს ვთხოვე, ძალიან დიდი რეაქცია მაქვს და დირექციას გადაეცითქო. ბავშვებსაც აეწვათ ცხვირი და თვალები. რეაქცია აქაც არ მოახდინეს.

შეხვედრა მქონდა ანდრია ბასილაისთან, ირაკლი გვილავა იქ დაგხვდა, მან ერთი წელია იცის, რომ პრობლემაა ქლორზე, სიტყვებს მიჭშრიდა, არ უნდოდა ყველაფერი მელაპარაკა - "რატომ არ აღმოჩნდით სტაციონარში ყველაო, ასე მითხრა"- თქვა "ტვ პირველთან" ერთ-ერთმა მწვრთნელმა.