ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმაზე ფხაზეთისა და სხვა ტერიტორიების დეოკუპაციზეც ისაუბრა

25.10.22 19:25
ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმაზე ფხაზეთისა და სხვა ტერიტორიების დეოკუპაციზეც ისაუბრა

"ყირიმის პლატფორმის ფორმატი, უნდა გავხადოთ საწყისი წერტილი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას: დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის პლატფორმაზე გამოსვლისას განაცხადა. 

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ ყირიმის დეოკუპციასთან ერთად დამარცხდება რუსეთი და ხალხი უფრო უსაფრთხო მსოფლიოში გაიღვიძებს. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყირიმი დაიბრუნოს უკრაინამ, რათა ნახევარკუნძული დაუბრუნდეს მშვიდობიან ცხოვრებას, განვითარებას და დაცული იყოს მოქალაქეთა უფლებები, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

 

მსგავსი სიახლეები