ვისურვებდი, საქართველო უფრო მეტად უჭერდეს მხარს უკრაინას – გიორგი ბურჯანაძე

25.10.22 19:55
ვისურვებდი, საქართველო უფრო მეტად უჭერდეს მხარს უკრაინას – გიორგი ბურჯანაძე

რისი გაკეთება შეეძლო და რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით ? - შესაბამისი კითხვით სახალხო დამცველობის კანდიდატს, გიორგი ბურჯანაძეს  რატი იონათამიშვილმა მიმართა. 

როგორც  ბურჯანაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა, ისურვებდა, რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოს უფრო მეტად დაეჭირა მხარი უკრაინისათვის.

„ვისურვებდი, საქართველო, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, უფრო მეტად მხარს უჭერდეს უკრაინას... მე, როგორც მოქალაქეს, გამიხარდებოდა მეტი ოფიციალური ვიზიტი.  რადგან სხვა დატვირთვა აქვს ქალაქში ვიზიტს, რომელიც იბომბება“- განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები