კალაძის განკარგულება პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის - რა წერია დოკუმენტში
მოპოვებულია კახი კალაძის მიერ 29 სექტემბერს ხელმოწერილი განკარგულება - დოკუმენტში წერია, რომ მერია უფლებას აძლევს ბოტანიკურ ბაღის დირექტორს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან ივანიშვილის სასტუმროს, სარწყავი წყალი მისცეს. კალაძის ხელმოწერილ დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, პანორამა თბილისისთვის რა გზით უნდა გაიყვანონ წყალი ბოტანიკური ბაღიდან.
გადათხრიან თუ არა ტერიტორიას, და ემუქრება თუ არა საფრთხე ბოტანიკურში მდებარე ჩანჩქერს - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ბაღის დირექტორს არ უნდა.
საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ, კალაძის განკარგულებაში საეჭვო ჩანაწერები აღმოჩინა. თბილისის მერი ბოტანიკური ბაღის დირექტორს ავალებს, რომ ივანიშვილის „თაბორი რეზორტსისთვის“ სარწყავი წყლის გატარება უზრუნველყოს. დადგენილია წყლის ტარიფიც - კუბური მეტრი - 2 ლარად და 10 თეთრად. ბოტანიკური ბაღის უნიკალური ზონა ხელშეუხებელია, თუმცა მას შემდეგ, რაც იქვე ბიძინა ივანიშვილი დასახლდა, ჯერ ბაღის მიწები მიიერთა, შემდეგ აკრძალულ ზონაში გზა გაიყვანა.