"უზრდელები" - მეორედ დაბრუნებულმა მურუსიძე-გვრიტიშვილის დუეტმა პირველი იერიში NGO-ებზე მიიტანეს

25.10.22 20:40
"უზრდელები" - მეორედ დაბრუნებულმა მურუსიძე-გვრიტიშვილის დუეტმა პირველი იერიში NGO-ებზე მიიტანეს

მეორედ დაბრუნება ახალი მისიით - ლევან მურუსიძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა  პირველი იერიში არასამთავრობო სექტორზე განახორციელეს.

 იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები  დიდ მხილებას აანონსებენ.

გამოდიან არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა მერე, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ეს არის უპასუხისმგებლო, არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები...

უფრო მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ? როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას? რასაც მე გეუბნებით, ის მოისმინეთ და უფრო წინ იქნება არასამთავრობოების საქმეს, სხვათა შორის, ჭორებზე რომ აგებენ რაღაც სიტუაციებს"- განაცხადა ლევან მურუსიძემ. 

დიმიტრი გვრიტიშვილმა კი მესამე სექტორს პოლიტიზირებულები უწოდა:  

ჩემთვის არასამთავრობო ორგანიზაციები არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას და დანარჩენი ყველა, განსხვავებული აზრის გარეშე, უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით - სად არის კლანი? სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?"- აღნიშნა გვრიტიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები