პარლამენტი ომბუდსმენის კანდიდატების მოსმენას აგრძელებს - დღეს დეპუტატების კითხვებს კიდევ 4 კანდიდატი უპასუხებს

26.10.22 12:03
პარლამენტი ომბუდსმენის კანდიდატების მოსმენას აგრძელებს - დღეს დეპუტატების კითხვებს კიდევ 4 კანდიდატი უპასუხებს

პარლამენტი ომბუდსმენის კანდიდატების მოსმენას აგრძელებს - დღეს დეპუტატების  კითხვებს კიდევ ოთხი  კანდიდატი უპასუხებს.

გასაუბრება ამ წუთებში  ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იწყება. პარლამენტმა სახალხო დაცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი კვირის ბოლომდე უნდა დაასრულოს, თუმცა მმართველი პარტია საკუთარ განწყობებს კანდიდატების მიმართ არ მალავს.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ "ოცნება" მისთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციას ცდილობს.

,,როგორც მოსალოდნელი იყო ოცნება ცდილობს მისთვის  არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციას. სხვადასხვა მეთოდის გამოყენბით და ხშირ შემთხვევაში ეს რაღაცა იმდენად აბსურდულ კითხვებთან მიდის რომ წარმოუდგენელიც კი არის. ოცნება ეცდება რომ თავისთვის სასურველი და კომფორტული კანდიდატის არჩევა სცადოს. ამიტომ, კითხვა - ველით თუ არა ოცნებისგან კომპრომისს და მოქმედებას სახელმწიფო ინტერესბიდან გამომდინარე,  სამწუხაროდ ესეთი მოლოდინი ჯერჯეობით არ ჩანს. ჩვენი მიდგომა იქნება რის მიხედვითაც გადაყწვეტილებას მივიღებთ, იქნება კრიტერიუმები რამდენად დამოუკიდებლი, მიუკერძოებელი და პროფესიონალი არის კანდიდატი“ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი. 

რაც შეეხება მმართველი პოლიტიკური პარტიის პოზიციას, "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ არჩევანს მიუკერძოებელ კანდიდატზე გააკეთებენ: 

,,ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ ერთი რამ, რომ როდესაც ვთქვით, რომ სახალხო დამცველი უნდა ყავდეს ქვეყანას ობიექტური, მიუკერძოებელი და უნდა იყოს ფოკუსირებული ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვისკენ და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ ძირითადი ხაზი არის მიმართული იქითკენ რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ არჩვეანი გავაკეთოთ ქვეყნის სახალხო დამცველზე“  - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. 

მსგავსი სიახლეები