"ოცნებას" კონტროლირებადი, პარტიის დანამატი სახალხო დამცველის არჩევა სურს - პაატა მანჯგალაძე

26.10.22 12:51
"ოცნებას" კონტროლირებადი, პარტიის დანამატი სახალხო დამცველის არჩევა სურს - პაატა მანჯგალაძე

მ მმართველ პარტიას მიუკერძოებელი სახალხო დამცველის ნაცვლად,  სურს აირჩიოს კონტროლირებადი ომბუდსმენი, რომელიც გახდება ხელისუფლების ,,დანამატი" და არ მოახდენს ადამიანის უფლებების დაცვის რალურ ზედამხედველობას - ამის შესახებ "ტვ პირველს" "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა. 

მისი თქმით,  ,,ქართული ოცნება" ცდილობს, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებს გარკვეული პოლიტიკური კუთვნილება მიაკუთვნოს: 

,,ქართულ ოცნებას არ უნდა დამოუკიდებელი, პროფესიონალი, ასე ვთქვათ მიუკერძოებელი კანდიდატი. მას უნდა თავის კონტროლირებადი სახალხო დამცველი, რადგან ის იყოს დანამატი ხელისუფლების და არ მოახდინოს რეალური ზედამხვედელობა ადამიანის უფლებების დაცვაზე. გამოჩნდა კიდეც, ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატები იყვნენ და არიან  ნამდვილად საუკეთესონი,  მაგრამ ,,ქართული ოცნება" ცდილობს რომ მათ მიაკუთვნოს გარკვეული პოლიტიკური კუთვნილება, რაც არასწორია. ,,ქართული ოცნება",  როგორც ჩანს  პირობას გვიყენებს,  რომ ჩვენ ვინც მოგვწონს მისთვის იქნება მიუღებელი. შესაბამისად ალბათ კონსესუსი ვერ შედგება“  - აცხადებს პაატა მანჯგალაძე

პარლამენტი ომბუდსმენის კანდიდატების მოსმენას აგრძელებს - დღეს დეპუტატების  კითხვებს კიდევ ოთხი კანდიდატი უპასუხებს.

გასაუბრება ამ წუთებში  ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს. პარლამენტმა სახალხო დაცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი კვირის ბოლომდე უნდა დაასრულოს, თუმცა მმართველი პარტია საკუთარ განწყობებს კანდიდატების მიმართ არ მალავს.

მსგავსი სიახლეები