ესენი არიან უქნარები, მხარ-თეძოზე წამოწოლილები - ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე

26.10.22 13:17
ესენი არიან უქნარები, მხარ-თეძოზე წამოწოლილები  - ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე

უქნარები, მხარ-თეძოზე წამოწოლილები და უსაქმურები - ასე უპასუხა დღეს უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პოლიტიკური ოპონენტების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ანტიკორუფციული სააგენტო უნდა შეიქმნას. 

ანტიკორუფციული კანონი პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციის კრიტიკას ხელისუფლებამ ლანძღვით უპასუხა.

ოცნების" გაღიზიანება ოპოზიციიის განცხადებამ გამოწვია - პოლიტიკური პარტიები ამბობენ,  რომ მმართველი გუნდის ცვლილებათა პაკეტი ფორმალურია და ის ქვეყნაში არსებულ ელიტურ კორუფციას ვერ შეამცირებს.

ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ არა პოლიტიკური კეკლუცობით გამოიჩინოს თავი, არამედ არგუმენტები მოიტანოს და დაალაგოს მაგიდაზე. მაგრამ როცა რადიკალური ოპოზიცია საერთოდ არ იღებს მონაწილეობას, თქვენ კარგად ხედავთ, წამოწოლილი არიან მხართეძოზე, უბრალოდ, კარვებიდან გამოვიდნენ, ახლა არიან კომფორტულად წამოგორებული მხართეძოზე, აკეთებენ იმ განცხადებებს, რომელიც არც ქვეყნის ინტერესებშია, არც საზოგადოების.

ეს არის ჰაერიდან მოტანილი, უარგუმენტო. ესენი არიან ზარმაცები, უქნარები, დღიდან დღემდე მათი რეიტინგი ილევა. ალბათ, 2024 წლის არჩევნებისთვის საერთოდ ვერც კი მიატანენ" - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. 

,

მსგავსი სიახლეები