ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერი დანიშნავს - ანრი ოხანაშვილი

26.10.22 15:18
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერი დანიშნავს - ანრი ოხანაშვილი

ხელისუფლება ანტიკორუფციულ ბიურო შექმნას -  მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით,  ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს  6 წლის ვადით არა პარლამენტი, არამედ პრემიერი აირჩევს.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით შექმნილი კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქრთველოს პრემიერ-მინისტრს. 

ხოლო პრემიერი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს. - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანიშნულ თავმჯდომარეს სანდოობა არ ექნება.

მსგავსი სიახლეები