მხოლოდ სათაური, ანტიკორუფციული ბიურო, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებად არ ჩაითვლება - რომან გოცირიძე
ჩაითვლება თუ არა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებად ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელსაც ხელისუფლება დააკომპლექტებს?
,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, რომან გოცირიძის, შეფასებით, ის ხელმძღვანელი, რომელსაც პრემიერი აირჩევს, მუდამ ხელისუფლების წინაშე ვალდებული და მორჩილი იქნება, ამიტომაც გამორიცხულია, ევროკავშირმა ამ სამსახურის მუშაობა დადებითად შეაფასოს.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს შეარჩევს ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრი. ხოლო როცა პრემიერი ნიშნავს ამა თუ იმ თანამდებობის პირს, ვიცით, რომ ის იქნება მუდამ აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი, მისი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი, ეს აჩვენა ცხოვრებამ და პრაქტიკამ.
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და მხოლოდ სათაურში ეწეროს ეს შინაარსი, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებად არავინ ჩაგვითვლის - განაცახდა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ,