"თქვენ საქართველოს უწოდეთ ფსიქიატრიული სახელმწიფო" - იონათამიშვილი სახალხო დამცველის კანდიდატს

26.10.22 15:59
"თქვენ საქართველოს უწოდეთ ფსიქიატრიული სახელმწიფო" - იონათამიშვილი სახალხო დამცველის კანდიდატს

საკომიტოტო დარბაზში, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატს, სოფიო დემეტრაშვილს უსმენენ, მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა დემეტრაშვილს წარსულში გაკეთებული განცხადება შეახსენა.

იონათამიშვილი: თქვენ საქართველოს უწოდეთ ფსიქიატრიული სახელმწიფო.

დემეტრაშვილი: არა არ მითქვამს ასეთი არაფერი.

იონათამიშვილი: საკუთარ სახელმწიფოს, რაც არ უნდა ნაწყენი იყო, რომ უწოდებ ფსიქიატრიულ სახელმწიფოს, ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. 

დემეტრაშვილი: არ მაქვს ასეთი განცხადება გაკეთებული.

იონათამიშვილი: თქვენ მოაწერეთ ხელი პეტიციას, რომლის სათაური იყო, გადადგეს ღარიბაშვილი და შექიმნას ეროვნული მთავრობა

დემეტრაშვილი: ეს იყო პირწმინდად სახელმწიფოსთვის ჩვენისეული და ჩემისეული ხედვა იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.

სხდომაზე დეპუტატები სოფიო დემეტრაშვილს უსმენენ.

პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი კვირის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

მსგავსი სიახლეები