თქვენ, მელიას მხარდამჭერ პეტიციაზე გაქვთ ხელი მოწერილი - სარჯველაძე სახალხო დამცველის კანდიდატს
კომიტეტის სხდომაზე, მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის კანდიდატს, სოფიო დემეტრაშვილს უთხრა, რომ მას ნიკა მელიას მხარდამჭერ პეტიციაზე აქვს ხელი მოწერილი.
სარჯველაძე: თქვენ ბატონ მელიას მხარდამჭერ პეტიციაზე გაქვთ ხელი მოწერილი. მის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გქონიათ?
დემეტრაშვილი: კი, მქონდა.
სარჯველაძე: მან სილა გააწნა სახელმწიფოს, გადააგდო და ამის მერე თვლით, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური პატიმრობა?
დემეტრაშვილი: არა, მე ეს განცხადება მაგ პერიოდში არ მაქვს გაკეთებული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, მანდატის ნაწილშ მქონდა მე ეგ განცხადება გაკეთებული. არასწორი იყო მისი გადაწყვეტილება სამაჯურის მოხსნის ნაწილში.
საკომიტეტო დარბაზში დეპუტატები სახალხო დამცველის კანდიდატს სოფიო დემეტრაშვილს უსმენენ.
პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი კვირის ბოლომდე უნდა დაასრულოს.