"სახალხო დამცველს პოლიტიკური შეხედულება არ უნდა ჰქონდეს? მკვდარია ე.ი, ის" - ნაცვლიშვილი

26.10.22 16:18
"სახალხო დამცველს პოლიტიკური შეხედულება არ უნდა ჰქონდეს? მკვდარია ე.ი, ის" - ნაცვლიშვილი

საკომიტეტო დარბაზში, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატებს უსმენენ, პარტია „ლელოს“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი კანდიდატების მისამართით დასმულმა კითხვებმა გააბრაზა.

ნაცვლიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ თუ სახალხო დამცველს პოლიტიკური შეხედულება არ აქვს ის მოქალაქე არ არის და მკვდარია.

რატომ დაწერე, რატომ დაპოსტე, ხმა რატომ ამოიღე და ამოიღებენ ეს ადამიანები ხმას აბა რას იზამენ. რა გინდათ ახლა, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ? კითხვების უდიდესი ნაწილი დადის იქამდე, ვის როდის რა უთქვამს, ვის რა გაუფიქრებია და საჰაროდ გამოუხატავს.
სახალხო დამცველს პოლიტიკური შეხედულება არ უნდა ჰქონდეს? მკვდარია ე.ი, ის მოქალაქე და არ არსებობს“.- ამბობს ნაცვლიშვილი.

სახალხო დამცველის კანიდატებთან გასაუბრება, მეორე დღეა დეპუტატების დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

დღეს ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სიტყვიერი დაპრისპირება დეპუტატებს შორის მაგიდაზე ხელების ბრახუნით გაგრძელდა.

პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი კვირის ბოლომდე უნდა დაასრულოს.


 

მსგავსი სიახლეები