საქართველოში ფასების ზრდა დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამაც განაპირობა - ექსპერტი
ინფლაცია იზრდება, ფასების მატება მუდმივად მიმდინარეობს - ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ და ამბობენ, რომ ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამ ხალხი გაჭირვების ზღვარზე მიიყვანა.
ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლამ ფასების გაზრდა გამოიწვია.
კაპიტალი შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში. ვთვლი, რომ გადახდისუნარიანი რუსების შემოსვლამ გაზარდა ფასები. ამიტომ ყველაფერი ქართველისთვისაც გაძვირდა. ეს კი ინფლაციის ზრდას ნიშნავს.
არის პროგნოზი, რომ ინფლაცია შემცირდება, მაგრამ აქ არ არის საუბარი, რომ ფასები შემცირდება. ინფლაციის შემ,ცირება ნისნავს იმას, რომ ფასები გაიზრდება, მხოლოდ ნელი ტემპებით - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი, სოსო ბერიკაშვილი.
ფასების რეკორდული ზრდა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლასთან არის კავშირში. რეკორდულად გაზრდილ ფასებზე ეს ფაქტორი დაასახელა დღეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმაც.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, განცხადებით რუსეთის მოქალაქეების ჭარბი შემოდინების პარალელურად მოთხოვნა გაიზრდა ყველაფერზე.