კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა
12 000 ლარი ერთი კონცერტი - რეგიონები ერთი მეორეს მიყოლებით ხელშეკრულებებს კონკურსის და ტენდერის გარეშე მომღერალ ბაბი კირკიტაძეს უფორმებენ.
ქალაქის მერები, ხელშეკრულებებში წერენ, რომ მხოლოდ ამ მომღერალს შეუძლია ექსკლუზიური კონცერტის ჩატარება. მაგალითად კასპის მერიამ შესყიდვების სააგენტოსგან საგანგებოდ აიღო უფლება ხელშეკრულება მომღერალ ბაბი კირკიტაძითვის გაეფორმებინა. ეს კი ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს უჩენს განცდას, რომ "ქართლი ოცნება" ცდილობს სოლიდური ჰონორარით დააჯიდლოოს ხელისუფლების მხარდამჭერი მომღერლები. ბაბი კირკიტაძეს მანამდე მარტვილში ერთ კონცერტში 19 ათასი, თეთრი წყაროში კი 15 ათასი გადაუხადეს.