თქვენთვის, სააკაშვილი პოლიტპატიმარია? - ღუდუშაური სახალხო დამცველის კანდიდატს
ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სახალხო დამცველის კანდიდატს, თინათინ ერქვანიას კითხვები ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა მიხეილ სააკაშვილზე დაუსვა და ჰკითხა მიიჩნევს თუ არა ის მესამე პრეზიდენტს პოლიტპატიმრად.
თქვენთვის, სააკაშვილი პოლიტპატიმარია? - ჰკითხა სახალხო დამცველის კანდიდატს ღუდუშაურმა. რაზეც თინათინ ერქვანიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
სამართლებრივად ამ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ჩართვას სისხლის სამართლებრივი იუსტიციისა, პრობლემატური მგონია და თუ მხოლოდ ამ ქეისს ავიღებთ, ჩემთვის პოლიტპატიმარია“. - უპასუხა ერქვანიამ.
მეორე დღეა პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატებს უსმენს.
მას შემდეგ რაც თინათინ ერქვანიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმი დასრულდება, კიდევ ერთი კანდიდატი ელოდება გასაუბრებას.