ნიკა მელია მზადაა, ევროკავშირის თავდებობას დათანხმდეს

26.04.21 13:09
ნიკა მელია მზადაა, ევროკავშირის თავდებობას დათანხმდეს

ნიკა მელიამ ციხე შესაძლოა, ხუთშაბათს დატოვოს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მზადაა, ევროკავშირის თავდებობას დათანხმდეს. ამის შესახებ მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ თქვა. 

მელიას პოზიცია არის უცვლელი, დაამატა, რომ ძალიან განიცდის ხელმოწერას ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, ვინაიდან აქვს მოლოდინი, რომ "ოცნება" იმდაგვარ კანონპროექტს დააინიცირებს, რომელზედაც დათანხმება იქნება შეუძლებელი. რაც შეეხება თავდებობას, ჩვენ საბოლოო თანხმობა ევროპარლამენტარების არ გვაქვს, თუმცა მივესალმებით ევროპარლამენტარების ძალისხმევას, რომ გათავისუფლდეს ნიკა უკანონო პატიმრობიდან," - თქვა კონდახიშვილმა. 

მელიას სასამართლო პროცესი 29 აპრილს არის ჩანიშნული. 

 

მსგავსი სიახლეები