შეიძლება თუ არა მეცენატი იყოს ოლიგარქი? - ოხანაშვილი სახალხო დამცველის კანდიდატს
შეიძლება თუ არა მეცენატი იყოს ოლიგარქი? - ეს კითხვა ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველობის კანდიდატს ანრი ოხანაშვილმა დაუსვა.
თინათინ ერქვანია ივანიშვილს ოლიგარქად არ აფასებს, სამაგიეროდ მიაჩნია, რომ ოლიგარქი დავით კეზერაშვილია.
"მნიშვნელოვანია, ტერმინი ოლიგარქი რა არის რომ განვსაზღვროთ. მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის კრიმინალური წარმომავლობის მქონე ფულ-რესურსების მფლობელი პირი, რომელიც შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს არის სახეზე რუსეთში და ამ შემთხვევაში, ჩემთვის, ანუ საქართველოში ასეთი ტიპის ადამიანები შეიძლება არსებობდნენ, მაგალითად, დავით კეზერაშვილი რომ ავიღოთ, მგონია, რომ ის ამ კრიტერიუმებს რაღაც დოზით შეიძლება აკმაყოფილებდეს, იმიტომ რომ, არსებობს რაღაც ქეისები. ამას ვერ ვხედავ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში". - უპასუხა ერქვანიამ.
მეორე დღეა პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატებს უსმენს.
მას შემდეგ რაც თინათინ ერქვანიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმი დასრულდება, კიდევ ერთი კანდიდატი ელოდება გასაუბრებას.