ასობით ათასი ლარის პრემიები მერიის თანამშრომლებისთვის - კალაძე ფულად ჯილდოებს არიგებს
კახი კალაძემ 28 სექტემბერს გამოცმეული განკარგულებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი პრემია-დანამტი თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას მისცა. სახელფასო დანამატი 412 ათასი ლარი და ფულადი ჯილდო 121 180 ლარი იმ სამსახურის თანამშრომლებმა აიღეს, რომელსაც ვაკის პარკის შადრევნის უსაფრთხოება უნდა შეემოწმებინათ.
მერმა პრემიის და სახელფასო დანამატის სახით, მხოლოდ სექტმებრში გამოცემული ბრძანებით ორ მილიონ ნახევრამდე დაარიგა.
449 ათას ლარი მიიღეს დანამატის სახით ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა. ამ სამსახურს თბილისში მეტროსა და ავტობუსების გამართულად მუშაობა, ასევე დედაქალაქის საცობებისგან დაცვა ევალება.
მერმა საკუთარ პიარ ჯგუფსაც გამოუყო კოლოსალური პრემიები და კალაძის პიარ სამსახურის რამდენიმე ათეულ თანამშრომელს 150 ათას ლარზე მეტი დანამატი ჩაურიცხეს.
მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პრემიებისთვის 860 ათასი ლარი მისცეს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს კი 110 ათასი ლარი. ამ განკარგულებების შესრულებაზე კონტროლი კალაძემ მის მოადგილეს ანდრია ბასილაიას დაავალა.
კალაძის ჯილდო თითქმის ყველა სიპის და აიპის თანამშრომლებმა უკვე მიიღეს.
ვრცლად, იხილეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟი.