ამერიკამ პრორუსი ოლიგარქების დასანქიცრება დაიწყო

27.10.22 11:19
ამერიკამ პრორუსი ოლიგარქების დასანქიცრება დაიწყო

ამერიკამ პრორუსი ოლიგარქების დასანქიცრება დაიწყო.

მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმერ პლოხონტნიუკი და მისი გარემოცვის 19 წევრი შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა. 

პლოხოტნიუკის დასანქცირების მიზეზი კორუფცია და კანონის უზენაესობის ძირის გამოთხრაა მოლდოვაში. ასევე ის რუსეთთან დაახლოებული პირი და მისი ინტერესების გამტარებელი იყო მოლდოვაში. აი ეს არის საფუძვლები, რის გამოც აშშ-მ პრორუსი ოლიგარქიი შავ სიაში მოახვედრა. 

სულ ცოტა ხნის წინ ამ საკითხს გიორგი გახარია გამოეხმაურა. მან ტვიტერის მეშვეობით უპასუხა ენტონი ბლინკენის პოსტს.

ექს-პრემიერი პირდაპირ ამბობს, რომ კორუფცია და ოლიგარქია არის სწორედ საქართველოს მთავარი გამოწვევა.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს გამაფრთხილებელი სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის

პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ანა ბუჩუკურს იმედი აქვს, რომ საქართველო ამ ეტაპამდე არ მივა.

დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო არ მივა ამ ეტაპამდე, იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე. ერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ქვეყნის რეალური მმართველი კორუფციას იყენებს, ლოიალობის ყიდვისთვის. ასე ყიდულობს სისტემას ბიძინა ივანიშვილი“.  - ამბობს ბუჩუკური.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ოლიგარქების სია სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები