როგორ გადააქცია "ქართულმა ოცნებამ" პარტაქტივი საჯარო მოხელეებად - ოპოზიციის კვლევა
როგორ გადააქცია "ქართულმა ოცნებამ" პარტაქტივი საჯარო მოხელეებად - სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბიუროკრატიული ხარჯები სულ უფრო იზრდება. სიპებსა და აიპებში "ოცნების" გადამალული მხარდამჭერების დასაქმების მაჩვენებელი პიკს აღწევს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" "ძალა ერთობაშიასთან" ერთად მოამზადა კვლევა, საიდანაც დგინდება, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებაში შტატგრაშე თანამშრომლების რიცხვი შტატიანი თამნამშრომლების რიცხვს აღემატება. მაგალითად, განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპებში შტატგარშე თანამშრომლების რაოდენობა 5624 შეადგენს. აქვეა იუსტიციის სამინისტროც, სადაც შტატგარეშე 2168 ადამიანი მუშაობს.
ხელისუფლების ოპონენტებს მმართველი პარტიისგან აინტერესებთ, რატომ არის სახელმწიფო უწყებებში ამდენი შტატგარეშე თანამშრომელი, რომლებსაც ხელფასს ხალხის ჯიბიდან უხდიან. ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნება" მათ შემდგომში არჩევნებში იყენებს.
შტატგარეშეები ეს არის პოლიტიკური ბერკეტი, რომლებიც შემდეგ გადაიქცევიან აქტივისტებად. ასეულ მილიონობით ფული იფლანგება იმ ადამიანებშ, რომლებიც შემდეგ „ქართული ოცნების“პოლიტიკური ნაწილი ხდება. ფინანსტა სამინისტროს ბიუჯეტი შემოაქვს შტატგარეშეების გარეშე. ჩვენ არ ვიცით, რამდენია მათი ხელფასები, რა რაოდენობით შტატგარეშეა დასაქმებული ქვეყანაში და ათასობით იზრდება ყოველთვის. ეს არის ბიუჯეტის ფულის ასეული მილიონობით, იმ ფულის, რომელიც შეიძლება პენსიონერს ან მასწავლებელს უნდამოხმარდეს, ფლანგვა პოლიტიკური მიზნებით, - ამბობს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.
"ნაიოცნალური მოძრაობის" მომზადებული კვლევის პრეზენტაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.