არსებობს საფრთხე, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი მომდევნო წელსაც - პოლიტიკის მკვლევარი

27.10.22 12:10
არსებობს საფრთხე, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი მომდევნო წელსაც - პოლიტიკის მკვლევარი

პოლიტიკის მკვლევარები პირდაპირ აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფასადურ რეფორმებს ახორციელებს.

ისინი ამბობენ, რომ ევროკავშირს აბსოლუტურად სწორი ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნება“.

სწორედ ამიტომაც, პოლიტიკის მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ „ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიტანს იმას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი კიდევ ერთხელ ვერ მიიღოს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსის მკვლევარის, გივი გიგიაძის თქმით, არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი მომდევნო წლის მანძილზეც.

ამ დროისთვის არსებული რეალობის გათვალისწინებით, ძალიან დიდი ალბათობით, საქართველო მიმდინარე წლის დეკემბერში ისევ ევრ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი მომდევნო წლის მანძილზეც, ვინაიდან არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება აპირებს 12 რეკომენდაციის სრულფასოვნად შესრულებას, ამ ეტაპზე არ არსებობს“. - ამბობს გივი გიგიაძე.
 

მსგავსი სიახლეები