რა არის საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებას" ტელედებატებში იწვევს
ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებას" ტელედებატებში იწვევს - ,,გირჩი მეტი თავისუფლების", ,,სტრატეგია აღმაშენებლის" და ,,დროას" ლიდერები, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერც 2023 წელს მიიღებს" - აცხადებენ ოპოზიციონერი ლიდერები.
პოლიტიკოსები სთავაზობენ ,,ქართულ ოცნებას", ყველა პუნქტი სათითაოდ განიხილონ- რა სრულდება და რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
შეფასება დეკემბერში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადავადდა ,,ოცნების" დამსახურებით, რადგან არაფერი არსებითი რეფორმა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული არ არის.
ძალიან დიდი რისკია, თუ არ ვისაუბრებთ ამ თემაზე და ,,ოცნებას" ისე გავუშვებთ, როგორც მათ სურთ, შესაძლებელია, 2023 წელსაც ვერ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი.
გვინდა, ხალხმა იცოდეს სიმართლე და არა პროპაგანდა, რასაც პრიმიტიულს ხალხს თავში უნერგავს ხელისუფლება, რათა ორივე მხარეს მოუსმინოს საზოგადოებამ და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი - ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე.
წინასწარი ინფორმაციით, ხელისუფლება არ აპირებს, ოპოზიციასთან დებატებში დაჯდეს.