კალაძის უარი "ქართულ ოცნებას" - დედაქალაქის მოქმედი მერის გეგმები

26.04.21 13:15
კალაძის უარი "ქართულ ოცნებას" - დედაქალაქის მოქმედი მერის გეგმები

 პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს "ქართული ოცნება" ადგილობრივი არჩევნებისთვის ამზადებს. საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში კი უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ, "ქართულ ოცნებასთან" მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი საბოლოოდ თქვა, თუმცა ახალა მთავარი კითხვაა - კალაძე პოლიტიკურ ძალას ქმნის და ივანიშვილის პარტიის ოპოზიციაში მიდის, თუ პოლიტიკურ პროცესებს ემიჯება და საქართველოს ტოვებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი, ამბობს, რომ მმართველ პარტიაში შეუქცევადი პროცესებია და ივანიშვილის გუნდის რღვევა აქტიურად მიმდინარეობს: 

ეს მიუთითებს იმაზე, რომ კალაძე არ განიხილება კანდიდატად, ან თავად კალაძემ გადაწყვიტა, დისტანცირება მოახდინოს "ქართული ოცნებისგან". ეს მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებაში" პროცესების სრული ჩამოშლა მიმდინარეობს. 

თანამდებობიდან ბოლო თვეებში ქვეყნის პირველი და მეორე პირები წავიდნან. კალაძეზეც დიდი ხანია საუბრობენ, რომ ის შესაძლოა, გამოეყოს ,,ქართულ ოცნებას". ამის მაგალითი არის ის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თალაკვაძე დასახელდეს მერობის კანდიდატად. "ქართულ ოცნებაში" შეუქცევადი პროცესებია, საიდანაც გამოსავალი ერთადერთი - ვადამდელი არჩევნებია"- განუცხადა "ტვ პირველს" ზაალ უდუმაშვილმა. 

 "ტვ პირველის" ინფორმაციით, პარლამენტის გადაყენებული თავმდჯომარე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.