საქართველოს პრემიერი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

27.10.22 13:00
საქართველოს პრემიერი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,   პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე გამართა შეხვედრა უნგრელ კოლეგასთან, სადაც საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო.

ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში ასევე შეხვდა უნგრეთის პარლამენტის  სპიკერს, ლასლო კოვერს. მათ განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. საუბარი ასევე შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში.

საქართველოს პრემიერი უნგრეთს 26 ოქტომბერს ესტუმრა.

ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან - ასე ეხმაურება ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერების შეხვედრას.

მსგავსი სიახლეები