მურუსიძე შტატების წინააღმდეგ - "მათი სამოქალაქო სამართალი და ჩვენი ისე არის ერთმანეთთან, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი - ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ - ფეხით"

27.10.22 13:00
მურუსიძე შტატების წინააღმდეგ - "მათი სამოქალაქო სამართალი და ჩვენი ისე არის ერთმანეთთან, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი - ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ - ფეხით"

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნებული ლევან მურუსიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს ესხმის. მისი მტკიცებით, ამერიკაში ქართველი მოსამარლები არა სასწავლებლად, არამედ ექსკურსიებზე დადიან და შენობებს ათვალიერებენ.

მურუსიძის განცხადებით, "ამერიკული სამოქალაქო სამართალი და ჩვენი ისე არის ერთმანეთთან, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი - ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ - ფეხით".

„ის კი არ გვჭირდება, რომ მოსამართლეები ექსკურსიაზე დაჰყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხუთი დღე რა უნდა ისწავლოს მოსამართლემ იქ? რომელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად? მაგიტომ მინდა, რომ შევხვდე (საერთაშორისო პარტნიორებს). ის თანხა, რომელიც შეიძლება, გამოვიყენოთ ცოტა ჭკვიანურად, კარგად, მოხდეს ისე, რომ ეფექტური იყოს. ვთქვათ, სამოქალაქოს მოსამართლეები მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცდილების გასაზიარებლად", - თქვა მურუსიძემ "პირველი არხის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები