ჯალათებს არ შეეხოს ამნისტია ! - აქცია აშშ-ს საელჩოსთან

26.04.21 13:16
ჯალათებს არ შეეხოს ამნისტია ! - აქცია აშშ-ს საელჩოსთან

 არ შეეხოს ამნისტია ჯალათებს! - აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზაცია „სექტორი სამი“ დიპლომატიურ უწყებას სპეციალური წერილითაც მიმართავს და დახმარებას  სთხოვს. სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ნიკა მელია და ის სპეცრაზმელები, რომლებმაც 20 ივნისის აქციაზე არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, ერთ დონეზე არ უნდა იყვნენ და ამნისტია ყველა მათგანს არ უნდა შეეხოს.  

ამერიკის ელჩმა გამოიყენოს თავისი გავლენა, დიპლომატიური პლატფორმა იმისთვის, რომ მოახდინოს ზეგავლენა „ქართულ ოცნებაზე“, თუ ამნისტია, როგორც ასეთი, იქნა მიღებული, რომ ის მოექცეს კონვენციის ფარგლებში, ანუ არ მოხდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება კრიმინალების, 20 ივნისის ჯალათების, - ამბობს აქციის ერთ-ერთი  მონაწილე. 
 

სამოქალაქო აქტივისტები ამნისტიის კანონპროეტის ინიცირების დროს  20 ივნისის დაზარალებულებთან ერთად პარლამენტთან პროტესტს შეურთდებიან.  

მსგავსი სიახლეები