მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით განვითარებებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით - ევროკავშირის ელჩი

27.10.22 13:38
მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით განვითარებებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით - ევროკავშირის ელჩი

 "ძალიან მნიშვნელოვანია, სასამართლო იყოს პროფესიონალური და დამოუკიდებელი“ - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. 

მისი თქმით, ისინი ძალიან ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს. 

,,ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სასამართლო რეფორმების განხორციელებაში და ეს არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა იყოს ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი",- თქვა ევროკავშირის ელჩმა. 

მსგავსი სიახლეები