საკუთარი შეცდომის გადაბრალება და აზელვა უნდათ სხვებში - ,,გირჩი" ,,ენმ"-ს უპირისპირდება

26.04.21 13:26
საკუთარი შეცდომის გადაბრალება და აზელვა უნდათ სხვებში - ,,გირჩი" ,,ენმ"-ს უპირისპირდება

დაანონსებული ამნისტია პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. „გირჩის“ ის ნაწილი, რომელსაც ზურა ჯაფარიძე გამოეყო, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ღიად უპირისპირდება. მათი თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და  საკუთარი შეცდომის ოპოზიციის იმ ნაწილზე გადაბრალება სურს, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერა ხელი. 

ნიკა მელიამაც შეცდომა დაუშვა, რომ არ მოაწერა ხელი და არ მიიღო ეს და ახლა ამ შეცდომის გადაბრალება და აზელვა უნდათ სხვებში. ჩვენ არ დაგვიშვია შეცდომა, ჩვენ სწორად მოვიქეცით. სხვები მოიქცნენ არასწორად. ისინი მოიმკიან ამ არასწორი ქცევის ნაყოფს და უნდათ, რომ სხვაც დასვარონ. ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ დავისვრებით ამაში, - აცხადებს იაგო ხვიჩია. 
 

მსგავსი სიახლეები