იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაინიშნა - შეკრებას სავარაუდოდლევან მურუსიძეც ესწრება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაინიშნა. სავარაუდოდ შეკრებას ესწრება ლევან მურუსიძეც.
მას ჯერ-ჯერობით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. უცნობია, ნანობს თუ არა ლევან მურუსიძე საკუთარ ნათქვამს. არადა სასამართლო კლანის შეფის გუშინდელ განცხადებას დღეს კრიტიკის მთელი კასკადი მოყვა.
ამ დრომდე არ გამოჩენილა არც ერთი ადამიანი, ვინც მურუსიძის განცხადებებს ამერიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად წასულ მოსამართლეებზე გაიზიარებდა და მას დაიცავდა.