პრემიერი: რეფორმები უნგრეთისგან გადმოვიღეთ

27.10.22 17:21
პრემიერი: რეფორმები უნგრეთისგან გადმოვიღეთ

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრული რეფორმებით აღფრთოვანებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველომ უნგრეთს მიბაძა. ღარიბაშვილს მოსწონს უნგრეთის პრემიერის მმართველობის სტილი და მიღებული გადაწყვეტილებები, თუმცა არ აკონკრეტებს რომელი რეფორმა გადმოიღო თავად. 

მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონი ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს არის ძალიან  წარმატებული ქვეყანა, ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არა მხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

უნგრეთის პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამტკიცებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ქართველი ხალხის ინტერესების დასახავად. 

მთავრობას და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნების და საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა საქართველომს კანდიდნატის სტატუსი მალე მიიღოს. 

ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა, მთავარი არჩევანი და კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფო,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები