საქართველოში არც ერთი რუსი აგენტი არ დაუკავებიათ - სუს-ის ანგარიში პარლამენტში

26.04.21 13:38
საქართველოში არც ერთი რუსი აგენტი არ დაუკავებიათ - სუს-ის ანგარიში პარლამენტში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, მთავარ გამოწვევად საქართველოს საქმეებში უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურების ჩარევა რჩება, თუმცა სუს-ს საქართველოში არცერთი რუსი აგენტი არ დაუკავებია. ანგარიშის თანახმად, რომელიც დღეს პარლამენტს სუს-ის უფროსის მოადგილემ,ალექსი ბატიაშვილმა,  წარუდგინა, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და კიბერუსაფრთხოება მთავარი გამოწვევებია.

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ მიერ მართული, თუ დაფინანსებული ,აქტივობებისა და კამპანიების მეშვეობით, ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირდაპირ, ან ირიბ ჩარევას. ასევე, მიზნად ისახავდნენ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას და სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირების შეფერხებას," - აცხადებს ალექსი ბატიაშვილი.