პლახატნიუკის დასანქცირების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს კიდევ უფრო მიუახლოვდა სანქციები - ხაბეიშვილი
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ოჯახს საერთაშორისო სანქციები უახლოვდება.
„ენმ“-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, პლახატნიუკის დასანქცირების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას სანქციებიკიდევ უფრო მიუახლოვდა.
დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში, როგორც ზელენსკის ხელმოწერით დასანქცირდა უჩა მამაცაშვილი, ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები უჩასთან ერთად, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ. იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს დიდი ბიტანეთი. ამას გაიზიარებენ ევროპელები. წყალი არ გაუვა, სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ კონკრეტული ადამიანები, ვინც ეხმარებიან რუსებს, ვინც იქცევიან რუსულად ამ ომის პერიოდში, მათ ეპატიოთ ეს დამოკიდებულება. შესაბამისად, პლახატნიუკის დასანქცირების შემდეგ კიდევ უფრო მიუახლოვდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს სანქციები". - ამბობს ხაბეიშვილი.
მოლდოველი ოლიგარქი პლახატნიუკი შტატების შავ სიაში გუშინ მოხვდა.