სახალხო დამცველის არჩევა - ოპოზიცია პარლამენტში მიმდინარე პროცესს ლუსტრაციას უწოდებს

28.10.22 12:07
სახალხო დამცველის არჩევა - ოპოზიცია პარლამენტში მიმდინარე პროცესს ლუსტრაციას უწოდებს

საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველი ომბუდსმენობის არჩევის პროცესს საშიშს უწოდებს. 

ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ არასწორია, როდესაც კანდიდატებს ეკითხებიან წარსულში გაკეთებული განცხადებების შესახებ. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ ამ პროცესით კარგად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესი არის ის, რომ აირჩიოს მისი ნდობის ქვეშ მყოფი სახალხო დამცველი, რომელიც მმართველ პარტიას წინააღმდეგობას არ გაუწევს.

„ენმ“-ს წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ის პროცესი რაც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს არის სრული ლუსტრაცია.

სახალხო დამცველის თანამდებობასთან დაკავშირებით  უახლოეს პერიოდში გასამართი კენჭისყრები კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება, „ქართული ოცნება“ რამდენად გულწრფელია იმ განაცხადში, რომ მათ არ სურთ სახალხო დამცველის კანდიდატის დაბლოკვაში მიიღონ მონაწილეობა და ოპოზიციის მიერ წარდგენილ და შეთანხმებულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. აქ რეალურად, გამოჩნდება ის კანდიდატიც, რომელიც რეალურად შეიძლება „ოცნების“ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყოს შემოტანილი“. - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები