არ უნდა ეჩქარათ - ,,ენმ" და ,,ევროპული საქართველო" დოკუმენტზე ხელმომწერებს აკრიტიკებენ

26.04.21 13:45
არ უნდა ეჩქარათ - ,,ენმ" და ,,ევროპული საქართველო" დოკუმენტზე ხელმომწერებს აკრიტიკებენ

დაანონსებული ამნისტიის კანონი მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქარველოსთვის“. ,,ენმ"-ს წევრი, ზაალ უდუმაშვილი, ამბობს, რომ ოპოზიციამ იჩქარა, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამ კანონსაც სათავისოდ მოირგებს და ყველა იმ დამნაშავეს გაათავისუფლებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს ძალას გადაამეტეს. 

სწორედ ამას ვამბობდით ჩვენ, რომ არ უნდა ეჩქარათ შეთანხმების ხელმოწერისკენ, ვიდრე არ იქნებოდა დაზუსტებული და დაკონკრეტებული, რა იგულისხმებოდა ამნისტიის შესახებ კანონში. „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ სათავისოდ მოირგოს ამნისტიის შესახებ კანონი და აბსოლუტურად გაავრცელოს ყველა იმ პირზე, რომელიც ხელისუფლების, სამართალდამცველებისა და უმაღლესი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან უშალოდ არიან პასუხისმგებელი იმ   სისხლისღვრაში, რომელიც დატრიალდა 20 ივნისის ღამეს, - ამბობს უდუმაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია, თვლის, რომ იმ სპერაზმელების გათავისუფლებაზე, რომლებმა 20 ივნისის ღამეს არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის იმ ნაწილმა უნდა აგონ პასუხი, რომლებმაც პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი. 

სამწუხაროა ის, რომ დაჩქარებული წესით ხელმოწერილმა ამაზე, დოკუმენტზე, ოპოზიციის მხრიდან განაპირობა ის, რომ ახლა ვარკვევთ, მხოლოდ რა მუხლები შეიძლება შეეხოს და ამიტომ პასუხისმგებლობასაც ამ თემაზე აიღებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ხელი მოაწერა მიმდინარე დოკუმენტს, - აცხადებს ლაშა დამენია. 
 

მსგავსი სიახლეები