“Криса” კაცო, ხალხს აბოლებდი, ივანიშვილი მიჭერს მხარსო და ახლა გახდა ივანიშვილი ოლიგარქი? - დიტო სამხარაძე გახარიას
შენ, “Криса” კაცო, რუსეთში Lufthansa-ს “სტუარდესა” იყავი, გუნდში მიგიღეთ, პრემიერი გაგხადეთ, მერე ნაცებს გაუწექი, ქუჩა-ქუჩა დადიოდი, ივანიშვილი მიჭერს მხარსო და ახლა გახდა ივანიშვილი ოლიგარქი? -საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი სამხარაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
შენ, “Криса” კაცო, რუსეთში Lufthansa-ს “სტუარდესა” იყავი, გუნდში მიგიღეთ, ვეცადეთ კაცად გვექციე, პრემიერი გაგხადეთ, ბევრს ეშმაკობდი გუნდში, მუდამ აზარალებდი შენი გადაწყვეტილებებით პარტიას და სამწუხაროდ მაინც გიცავდით!,
„მერე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაცებს გაუწექი, მიეყიდე, გვიღალატე და არჩევნებში დაგვიპირისპირდი. ქუჩა-ქუჩა დაძუნძულებდი, ხალხს აბოლებდი, ბიძინა ივანიშვილი მიჭერს მხარსო და ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? შენ ქალებს რა უნდა მოკითხო, როდესაც თავად ხარ აფერისტი ქალოია.(წერტილი)“ - წერს დიტო სამხარაძე.
დემოკრატიის უდიდესი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა - განაცხადა გიორგი გახარიამ.