თალაკვაძე- თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატი - რას ამბობენ "ოცნებაში"

26.04.21 13:50
თალაკვაძე- თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატი - რას ამბობენ "ოცნებაში"

თალაკვაძე თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატი - მმართველ გუნდში აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. 

"ტვ პირველის" საპარლამენტო კორესპონდენტი დილიდან ცდილობს, "ქართული ოცნების" წევრებისგან მიიღოს ინფორმაცია, რას გეგმავს პარტია თვითმმართველობის არჩევნების წინ. 

უმრავლესობის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე საუბარი ჯერ ადრეა: 

ამ ინფორმაციას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ. კანდიდატის განცხადებას თავისი პროტოკოლი აქვს და არ მინდა, მოვლენებს დავასწრო"- აცხადებს დეპუტატი დავით სერგეენკო.

მისი თქმით, მმართველ პარტიაში გარკვეული კონსულტაციები დამუშავების პროცესშია. 

ანრი ოხანაშვილი კი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ყველა გადაწყვეტილება შესაბამის დროს გაჟღერდება. 

ალუდა ღუდუშარმა კი დღეს "ტვ პირველს" მხოლოდ ის დაუდასტურა, რომ ამ ეტაპზე თალაკვაძის კანდიდატურა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე განიხილება.