ოპოზიციის გაერთიანება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ - ნიკა მელია

29.10.22 11:36
ოპოზიციის გაერთიანება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ - ნიკა მელია

ნიკა მელია ოპოზიციურ ერთობას გამორიცხავს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ თანამშრომლობა  იქნება, თუმცა კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მზაობას ვერ ხედავს.

თუ გაერთიანების ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ ერთიან სიას, მხოლოდ რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის ერთობას, ისიც უნდა ვიცოდეთ, ეს რისთვის გვინდა. ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს? თანახმა ვართ? კი, ბატონო, ესეც გასარკვევია. 

თუ ჩვენ ვითხოვთ უბრალოდ სამართლიანი არჩევნების მოპოვებას და ამისთვის უნდა გავმართოთ ბრძოლა, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა, ძალიან განსხვავებულმა პარტიამ უნდა ითანამშრომლოს ამ საკითხის გარშემო.

,,ნაცმოძრაობა" მზად არის კონსულტაციებისთვის, თუმცა ოპოზიციურ სპექტრშიც არ არის თანხმობა ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, ეს დასანანია, თუმცა არ ნიშნავს ეს, რომ ,,ენმ"-ს დღის წესრიგში არ დგას არჩევნები. - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვინ შეუერთდება სამი პოლიტიკური პარტიის  გაერთიანებას? - ეს კითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ,,გირჩი - მეტი თავისუფლება", ,,დროა" და ,,სტრატეგია აღმაშებელი" ქვეყნის ევროპული მომავლის   შექმნის მოტივით გაერთიანდა და განაცხადა, რომ ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ  ოპოზიციის დიდი ერთობა იქნება.

უკვე ცნობილია, რომელი ოპოზიციური პარტია არ შეუერთდება სამი ლიდერის ინიციატივას. ,,ნაციონალურ მოძრაობაში" გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ჩქარობენ, თუმცა კონსულტაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში
განიხილავენ, თუ დღის წესრიგში მთავარი საკითხი ვადამდელი არჩევნები იქნება.
ვაშაძე - ჯაფარიძე ხოშტარიას ინიციატივას ოპოზიციაში კრიტიკოსი უფრო მეტი გამოუჩნდა ვიდრე მხარდამჭერი.

მსგავსი სიახლეები