ერთიან სიაზე, ერთ პარტიად გარდაქმნაზე არ არის საუბარი - სერგო ჩიხლაძე ,,ენმ"-ს ლიდერს პასუხობს
გაერთიანება ერთიან სიას, ან იდენტობის შეცვლას არ ნიშნავს, ის აუცილებელია ,,ოცნების" დასამარცხებლად - ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, პასუხობს.
ჩიხლაძის განმარტებით, აუცილებელი საერთო ბრძოლა და კოორდინაცია პარტიებს შორის, რათა საერთო მიზანი იქნეს მიღწეული.
ერთიან სიაზე, ერთ პარტიად გარდაქმნაზე, რა თქმა უნდა, არ არის საუბარი. ყველა ინარჩუნებს თავის იდენტობას. აქ საუბარია პრორუსულ ,,ქართულ ოცნებასთან" ბრძოლის ერთიან სტრატეგიასა და ტაქტიკაზე, რესურსების მობილიზაციაზე, ქმდებების კოორდინაციაზე.
ამაზეა საუბარი, პარტიის გაუქმებას არავინ აპირებს. საერთო ბრძოლის ფორმატზეა საუბარი. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქმედებები იყოს სინქრონიზირებული. ერთი ალთას რომ არ გარბოდეს და მეორე ბალთას, მარტივად რომ ვთქვათ. - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
3 პარტია: ,,,,გირჩი მეტი თავისუფლება", ,,სტრატეგია აღმაშენებელი" და ,,დროა" ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს, თუმცა ხელისუფლების ოპონეტთა უმეტესი ნაწილი ასეთ გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებს.