ბათუმის მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

29.10.22 14:05
ბათუმის  მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

ბათუმის  მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება. თანამდებობრივი სარგოები 500 ლარით მოემატებათ თანამდებობის პირებს, ხოლო რიგით თანამშრომელებს- 100 ლარით.  ბიუროებმა თანხმობა უკვე განაცხადეს და ახლა ჯერი საკრებულოზეა.

როგორც ირკვევა, ხელფასების მატება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გაკეთებული ეკონომიის ხარჯზე ხდება, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

ხელფასების გაზრდის საკითხზე საკრებუ;ლო ორშაბათიდან დაიწყებს მსჯელობას.

,,ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ქალაქში არსებული პრობლემების ფონზე ხელფასების გაზრდა დაუშვებელია.

დატბორილი ქალაქის შემდეგ მეორე დღეს ბათუმის საკრებულომ და მერიამ გადაწყვიტეს, ამ ქალაქის ინფრასტრუქტურისა და სოციალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ხელფასები გაიზარდონ.

რითი იზრდიან ხელფასს? იმ ეკონომიით, რაც მორჩათ სანიაღვრე არხების მოვლა-პატრონობაზე. 

მოვუწოდებ საკრებულოს, ამოღებულ იქნას დღის წესრიგიდან ეს საკითხი. დღეს არ არის ხელფასების ზრდის დრო! - ამბობს ,,ენმ"-ს აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი,  რეზო ხარაზი. 

 

მსგავსი სიახლეები