უკრაინაში საომარი მოქმედებისას დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი სამხედრო პატივით დაასაფლავეს
ქვეყანა უკრიანაში დაღუპულ გმირ მებრძოლს ემშვიდობება. ლუგანსკის ოლქში ჭურვის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მიხელ ყაფლანიშვილი სამხედრო პატივით დამპალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
გმირი მეომარი ქაშუეთიდან საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე გამოასვენეს. მისთვის პატივის მისაგებად მივიდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები.
მიშა მთელმა საქართველომ დაკარგა. ეს არ იქნება ასე უბრალოდ დაღვრილი სისხლი, მიშამ საქართველოსთვის დაღვარა სისხლი, საქართველოსთვის იბრძოდა. - განაცხადა მიშა ყაფლანიშვილის დედამ.