გარჩევა განგსტერული წესებით გაუნაწილებელი ნარკოტიკების გამო - რა მოხდა მთაწმინდაზე

29.10.22 20:37
გარჩევა განგსტერული წესებით გაუნაწილებელი ნარკოტიკების გამო - რა მოხდა მთაწმინდაზე

გარჩევა თბილისის შუაგულში გაუნაწილებელი ნარკოტიკების გამო - "ნოდარ მელაძის შაბათმა"  22 ოქტომბერს, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმის ახალი დეტალები გაარკვია. 

საქმის მასალების თანახმად, კაცი,რომლმაც თბილისის ცენტრში, ადამიანებით სავსე ქუჩაზე ხელყუმბარა აამოქმედა, 35 წლის ლევან მარტიაშვილია. ის მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ბენეფიციარია.

მარტიაშვილი ამტკიცებს, რომ როდესაც რეაბილიტაციის ცენტრიდან კუთვნილი დოზა აიღო, გამოსასვლელში სამი პირი დახვდა და მის გატაცება სცადეს. 

ერთ-ერთი ვერსიით სისხლიან  გარჩევას წინ მთაწმინდელების ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის  ე.წ. რაზბორკა უძღოდა. ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ერთმანეთში წამალი ვერ გაიყვეს და ნარკოტიკის  „მოტეხვაში“ საქმის გარჩევის დროს, დაკავებული  ლევან მარტიაშივლი დაადანაშაულეს. 

​ნარკოტიკები, რომ აფეთქებამდე ჩხუბის მთავარი მოტივი იყო, ამ ვერსიას ამყარებს „შაბათის ეთერის“  მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებიც. დგინდება რომ მეტადონის ცენტრში მისულ მარტიაშვილს ჩასაფრება წინასწარ მოუწყვეს. ნარკოტიკების ასაღებად ლაღიძის ქუჩაზე მისი გადაადგილების მარშრუტს სამი შეირაღებული პირი აკონტროლებდა. 

ვითარება მარტიაშვილსა და სამ უცნობს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბრალდებულმა ცენტრში ნარკოტიკი აიღო და შენობიდან გამოდიოდა. მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მას უცნობი პირები კართან დახვდნენ, ჯერ ნარკოტიკი მოითხოვეს, შემდეგ კი ავტომობილში ძალის გამოყენებით სვამდნენ. ჩხუბს კი რამდენიმე წამში აფეთქება მოყვა.

ფიზიკურ დაპირისპირებას შეესწრო ლევან მარტიაშვილის ძმაც. აჩიკო მარტიაშვილი ძმის დასახმარებლად ავტომობილიდან გადავიდა, თუმცა ჩხუბის დროს, თავდამსხმელებმა ისიც  დაჭრეს.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაჭრის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სად მიიღო დაზიანება და ვინ მიაყენა, მალავს, არადა ჩხუბში რომ დანაც ფიგურირებდა ეს ადგილობრივებმა საკუთარი თვალით ნახეს.

საქმის ფიგურანტები არ ამბობენ, თუმცა “შაბათის ეთერმა" დააგინა, რომ ადამიანები, ვინც ნარკოტიკების გამო ჯერ გარჩევაში მონაწილეობდნენ, შემდეგ კი მეტადონის ცენტრთან ჩასაფრება მოაწყვეს, გიგი რაზმაძე, ლაშა ბერიძე და გიორგი ამირიძე არიან. სამივე მათგანი ახლა კლინიკაშია. აფეთქების შედეგად ერთ-ერთმა მათგანმა თვალი დაკარგა.

ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების მოტივზე  გომელაურის  უწყებას ოფიციალურად არაფერი უთქვამს. დაუდგენელია ისიც, სად და ვისგან შეიძინა 35 წლის კაცმა ხელყუმბარა, რომელიც დედაქალაქის ცენტრში აამოქმედა.

 

 

მსგავსი სიახლეები