ორთაჭალის თავზე 32 სართულს აშენებენ
პარლამენტის წევრის, ფრიდონ ინჯიას ვაჟის კუთვნილი კომპანია თბილისში, ორთაჭალაში 32 სართულიან ცათამჯენს აშენებს. ფაქტს მოსახლეობა აპროტესტებს, ადგილობრივები ამბობენ, რომ გზა ისედაც ვიწროა, ბავშვები გარეთ ვერ გადიან.
ირკვევა, რომ ილია ინჯიამ 17 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი, ორთაჭალაში, გორგასალის შესახვევში თავის შენობა ნაგებობებიანად აუქციონზე სახელმწიფოსგან 2016 წლის დეკემბერში 5 მილიონ ლარად შეიძინა, შემდეგი პირობით: უნდა აეშენებინა მრავალფუნქციური, მინიმუმ 120 ნომრიანი სასტუმრო, დაესაქმებინა ადამიანები და ირგვლივ მთელი ტერიტორია რეკრეაციულ სივრცედ მოეწყო. ჯამში, პროექტში ათი მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
მილიონერი დეპუტატის შვილმა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. მერიას მისწერა, რომ აქ არა სასტუმროს, არამედ 32 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება უნდოდა, თუმცა უარი მიიღო, თუმცა ეს პასუხი მერიამ 4 თვეში გადაიფიქრა.
მეტიც, ტეროტორიას, სადაც ინჯიას შვილი ცათამბჯენს აშენებს, რეკრეაციული სტატუსიც კი შეუცვალეს და სამშენებლო მოედნად აქციეს.