რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვართან დააკავეს ოთხი დაღესტნელი და, რომლებიც ოჯახში ძალადობას გამოექცნენ
რუსს მესაზღვრეებს უკვე ხუთ საათზე მეტია, რაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე დაკავებული ჰყავთ და საქართველოში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებ ოთხ დას - ინფორმაციას "რადიოთავისუფლება" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევები, ამინატ გაზიმაგომედოვა და ფატიმატ მაგომედოვა დააკავეს საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას. გოგონები აგვისტოში ოჯახში ძალადობას გამოექცნენ. მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ წასაყვანად ნათესავები მოდიან. ამის შესახებ მათ შეატყობინეს კრიზისულ ჯგუფ IC SOS-ი, რომელიც გოგოებს დახმარებას უწევს.
უფლებადამცველების თქმით, ნათესავები რეგულარულად მიმართავდნენ ძალადობას დების მიმართ, მათ ბავშვობაში ქალური წინადაცვეთა ჩაუტარეს, ხოლო ცოტა ხნის წინ მათმა მშობლებმა ერთ-ერთ მათგანის თავის ბიძაშვილზე დაქორწინება დაუპირეს. ზაფხულში დებმა რეგიონი უფლებადამცველების დახმარებით დატოვეს და ოჯახიდან გაიქცნენ.
წყარო: რადიოთავისუფლება