შედგება თუ არა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის - რას ფიქრობენ ხელისუფლების ოპონენტები
შედგება თუ არა კონსულტაციები პოზიციურ პარტიებს შორის - მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს გაერთიანების გეგმა ერთამენთისგან განსხვავებულად ესმით, ყველა აცხადებს, რომ მათი მიზანი "ქართული ოცნების" დამარცხება და ქვეყნის ევროინტერგრაციის გზაზე წაყვანაა.
ოპოზიციური პარტიები სამი პოლიტიკური პარტიის შეთავაზებას იღებენ, თუმცა ისინი გაერთიანებას არა საერთო სიის ან საერთო კანდიდატების წარდგენაში, არამედ თანმიმდევრულ ნაბიჯებშ მოიაზრებენ.
ასე ფიქრობს "ნაციონალურ მოძრაობაც". ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია მზადაა, ინიციატორ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები გამართონ, თუმცა ვერ წარმოუდგენიათ, რომ არჩევნებში ერთი საერთო კანდიდატი ჰყავდეთ.
აქ საუბარია არჩვენებამდე როგორ მივდივართ, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ დღეს, ხვალ, ზეგ მაზეგ... შესაბამისად, ამ საკითხებთან მიმართებაში, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ჩვენ გვექნება დისკუსია, ჩვენ გავეცნობით იმ გეგმას და ხედვესბ, რომელიც ამ პარტიებს აქვთ წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩვენი თავი თუ იქ დავინახეთ, მე ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი, - ამბობს ენმ- საროგანზიაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.
ოპოზიციის გაერთიანებას სკეპტიკურად უყუყრებს გიორგი გახარიას გუნდი.
ამ სამი პარტიის გაერთიანებას სერიოზულად ჩვენ არ ვუყურებთ და ვერ შევხედავთ. როგორ წარმოუდგენიათ გაერთიანება ჩვენი ღირებულებების მატარებელი პარტიისგან იმ პარტიებთან, რომელტა წარმომადგენლები, მაგალითად, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას ხედავენ როგორც გზას ხელისუფლების დამარცხების, - აბმობს „საქარტველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი.
"სტატრეგია აღმაშენებელმა", "დროამ" და " გირჩი - მეტი თავისუფლებამ" ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებს შეხვდნენ, სადაც ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე ისაუბრეს.