მონაა ის დეპუტატი, ვინც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ღილაკზე ხელს აჭერს - ელენე ხოშტარია

26.04.21 14:24
მონაა ის დეპუტატი, ვინც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ღილაკზე ხელს აჭერს - ელენე ხოშტარია

,,დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია თვლის, რომ  უკანონობის ჩამდენი ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, იქნება ეს დეპუტატი, თუ პოლიციელი,  საზოგადოების პროტესტს იმსახურებს.

პოლიციელი, რომელიც პარტიული დავალებით არღვევს კონსტიტუციას, იმსახურებს პროტესტს. "მონა" ამ შემთხვევაში არის ამ ქმედების ადექვატური შეძახილი.  კონსტიტუციის დარღვევა იმდენად საშიშია ყველა მოქალაქისთვის, რომ ამ უსიამოვნო შეძახილზე წასვლა მოვალეობაა.

იგივე დეპუტატებზე. თქვენ თვითონ იცით, რამდენჯერ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ დაგიჭერიათ ღილაკზე და ამით ჩაგიდენიათ ბოროტება. შეძახილი "მონა", არის აზრის გამოხატვის ის ფორმა, რაც ერთადერთი იარაღია მშვიდობიანი პროტესტისთვის.

ამიტომ, როდესაც ამჯერადაც მწვანე ღილაკს მიაჭერთ, იცოდეთ ეს არ დაგიცავთ - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.