ოპოზიციის გაერთიანების გეგმა - რომელი პარტები არიან წინააღმდეგი
"ევროპული საქართველო", "ლელო" და პარტია "საქართველოსთვის" - ის პარტიებია, რომლებიც სამი პოლიტიკური პარტიის შეთავაზებაზე უარს აცხადებენ. საუბარია "სტრატეგია აღმაშენებლის", "დროას" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ინიციატივაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას გულისხმობს.
ბოკერიას პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის გაერთიანება იდეალისტურია, ამიტომ ერთი სია ან საერთო კანდიდატი არ იქნება. "ქართული ოცნების" საარჩვენო ყუთთან დამარცეხბას ოპოზიცია ცალ-ცალკე შეეცდება.
ეს ძალიან იდეალისტურია, რომ მთელი ოპოზიცია გაერთაინდება რაღაცა ერთ სტრუქტურაში. ასეთი რამ არ არსებობს. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, ამაში ვართ ერთიანი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, შეიცვალოს დემოკრატიული გზით. იმედი მაქვს, რომ ყევლას ასეთი სურვილი აქვს, მაგრამ ამას სჭირდება პრინციპებზე შეთანხმება. ყველა პარტია, რომელიც არის ოპოზიციური, პროდასავლური პარტია თავისი ამომრჩეველი შემოიმტკიცოს, ამომრჩეველთან იმუშაოს და ამის შემდეგ ეს საერთო კრიტიკული მასა უნდა შეიქმნას, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ მისცემს არჩევნებზე ხმას და ასე შეიცვლება ხელისუფლება, - ამბობს გიგი წერეთელი.
დამოუკიდებლად ბრძოლას ირჩევენ "ლელო" და პარტია "საქართველოსთვისაც".
ძალიან მძიმეა, როდესაც მოქალაქეებს ცრუ მოლოდინებს უქმნიან ხოლმე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. რეალურად ეს კინო ბევრჯერ აქვს ჩვენს მოსახლეობას ნანახი. ის პოლიტიკური პრაქტიკა, რაც ზოგიერთ პარტიას აქვს, მიუღებელია, - ამბობს ამბობს "საქარტველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი.
ამ ფონზე ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის პარტიები კონსულტაციებს იწყებენ.