ტრაგედია ვაკის პარკში - კახა კალაძე საკრებულოში არ მივიდა
კახა კალაძე თბილისის საკრებულოში დღეს არ მივა. თბილისის მერმა კანონს გვერდი აუარა და ვაკის პარკის შადრევანში სკოლის მოსწავლის სიკვდილის საქმეზე კითხვებს არ უპასუხებს.
ოპოზიციისთვის კალაძის ტრიუკი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ 13 მარიტას სიცოცხლე ჩინოვნიკების დაუდევრობამ იმსხვერპლა და თბილის მერს სათქმელი არაფერი აქვს.
ხელისუფლების ოპონენტები ამ წუთებში საკრებულოში არიან შეკრებილები და იქ მისვლას კალაძესაც მოუწოდებენ.
„ქართულ ოცნებას“ და პირველ რიგში, კახი კალაძეს არ აქვს პასუხი მთვაარ კითხვაზე, რატოპმ მოხდა ის უდიდესი ტრაგედია დედაქალაქში, რამაც ანგელოზივით ბავშის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვენ ამ ტრაგედიამდე მივედით სწორედ აი, ასეთი გადაწყვეტილებებით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, დღეს აღარავის გვიკვირს, რომ შეშინებული კახი კალაძე დღესაც კითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად დაიმალა და ის, პირველ რიგში, დაემალა თბილისელებს. ის დაემალა იმ კითხვებს, რომელიც არსებობს მის წინაშე. მერიაში გამეფებული ტოტალური კორუფციის გამო. „ქართული ოცნების“ წევრები უნდა ყოფილიყვნენ, პირველ რიგში, დაინტერესებულები, რომ აქ დღეს დაესვათ კითხვები, იმიტომ, რომ კახი კალაძე არ იყო, მათ შორის, ერთადერთი, ვინც ის მკვლელი შადრევანი ზარზეიმით გახსნა. მასთან ერთად იყვნენ სწორედაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, - თქვა სხდომათა დარბაზში თბილისის საკრებულოს წევრმა ნმ-დან ირაკლი ნადირაძემ.
მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ კახა კალაძე საკერბულოში უახლოეს მომავალში, წლიური ანგარიშის წარდგენისას მოვა. მათ თქმით, ამ დროისათვის ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამიტომ დედაქალაქის მერი ოპოზიციის კითხვებს არ უპასუხებს.
თბილისის მერი უახლოეს მომავალშ თბილისის საკრებულოშ წარდგება წლიური ანგარიშით. როცა საკრებულოს თავმდჯომარე არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, ოპოზიციური კოლეგებს აქვთ უფლება იმისა, რომ თვითონ დანიშნონ საკრებულოს სხდომა. ჩვენ იმ სხდომის დანიშვნას არ ვაპირებთ, რომელშიც, რა თქმა უნდა, ომნაწილეობის მიღება არ გვაქვს დაგეგმილი., - განაცხადა საკრებულოს თავმდჯომარემ გიორგი ტყემალაძემ.