ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ "საქართველოში ეკონომიკური ზრდა მთელ ევროპაში უპრეცედენტოა"
" 9 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა მთელ ევროპაში უპრეცედენტოა" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტრადიციულად საქართველოში მაღალი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს. ირაკლი რარიბაშვილის თქმით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება.
მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების და დაძაბულობის ფონზე, ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის 10.2%. ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში. გაზრდილია ექსპორტი. ექსპორტი გაიზარდა 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37.4 % შეადგინა, მიღებული შემოსავალი კი 4 მლრდი აშშ დოლარია“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ტურიზმის ზრდა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს".
თუ შევადარებთ 2019 წელს - 97.5 %-ით არის ტურიზმი აღდგენილი და აქედან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 4.5 მლრდ აშშ დოლარი. მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ. ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას წლის ბოლოს"- დასძინა მან.