დეოლიგარქიზაცია ივანიშვილის გარეშე - "ოცნება" პოლიტიკური ნათლიმამის გადარჩენას ცდილობს

31.10.22 11:44
დეოლიგარქიზაცია ივანიშვილის გარეშე - "ოცნება" პოლიტიკური ნათლიმამის გადარჩენას ცდილობს

პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ მსჯელობას იწყებს.  პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანონპროექტის განხილვა დღეს 16:00 საათზეა დაგეგმილი.

"ქართული ოცნების"  წევრებმა პოლიტიკური ნათლიმამის გადასარჩენად კანონპროექტი იმგვარად დაწერეს, რომ  ქვეყანაში ოლიგარქად გამოცხადდება ბევრი, თუმცა არა ივანიშვილი.

მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე პირდაპირ ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვანიშვილზე არ გავრცელდება. 

მთავარი რაც არის, ამ შემთხვევისთვის, ოლიგარქის ცნებისთვის, რომ იყენებდეს საკუთარი ინტერესებითვის ხელისუფლებას ადამიანი და ჰქონდეს კონკრეტული გავლენები ხელისუფლებასთან მიმართებაში,ა სეთი სახე არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მე პირადად მგონია  და გამოვრიცხავ პირადად, რომ გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. მათ თქმით, თუ "ქართული ოცნება" მას მაინც დაამტკიცებს, ეს დასავლელი პარტნიორებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იქნება და ევრკომისიის ეს პუნქტი შესრულებულად ვერ ჩაითვლება.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ წერია ბატონი ივანიშვილი, როგორც ერთადერთი ოლიგარქი და ამას იმ რეზოლუციიდან ვერ ამოშლიან. შესაბამისად, თუ მიიღებ კნაონს, რომელიც იტყვის, რომ ქვეყანაში ყველა ოლიგაქრია ბატონი ივანიშვილის გარდა, გამოდის, რომ, უბრალოდ, ვიღაცის მოტყუებას ცდილობ და მეტი არაფერი, - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.

ოპოზიცია ამბობს, რომ დეოლიგაქრიზაციის შესახებ კანონის უკრაინული ვერსიის გადმოკოპირება, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს, დანაშაულია. მათი განმარტებით, უკრაინას დღეს ოლიგარქები არ მართავენ, საქართველოს კი ერთადერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი მართავს. 

 

მსგავსი სიახლეები